ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში მადრიდის რეალისა და ფიორენტინას ამხანაგური მატჩი გაიმართა.
შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ენდრიკმა გახსნა, 24-ე წუთზე კი კასტილიელმა ალექსის სირიამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
41-ე წუთზე ფლორენციელთა მხრიდან ერთი ბურთი რობერტო პიკოლიმ გაქვითა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა (2-1).
58-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსვლიდან ერთ წუთში, მოიზე კინმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ მატჩი 2-2 დასრულდა.