დაძაბულ ბრძოლაში მემფისის გუნდმა 122:118 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 7 ქულა და ერთი დაფარება შესძინა.
ორლანდოს რიგებში საუკეთესო 19 ქულით ტრისტან და სილვა გახლდათ. რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ორლანდო მეჯიქი მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს კლივლენდთან ჩაატარებს.