იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურში კრემონეზემ საკუთარ მოედანზე რომა მიიღო.
შეხვედრაში ანარიში მე-17 წუთზე მატიას სოულემ გახსნა, 64-ე წუთზე ევან ფერგიუსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა, აქედან 5 წუთში კი უესლი ფრანკამ ანგარიში 0-3 გახადა.
მატჩის კომპენსირებულ დროში ფრანჩესკო ფოლინომ მასპინძელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1-3 დააფიქსირა.
ამ მოგების შემდეგ ჯანპიერო გასპერინის გუნდს 27 ქულა დაუგროვდა და ლაივ სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
რომას 12 ტურში 9 მოგება და 3 წაგება აქვს, დედაქალაქელებმა 15 გოლი გატიანეს და მხოლოდ 6 გაუშვეს.