აბუ-დაბიში გამართულ ამერიკული თავისუფალი ჭიდაობის (RAF) ღონისძიებაზე ქართველმა გულშემატკივარმა სასიამოვნო სიურპრიზი იხილა. საბა ლაზიშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის მომხდარი გახმაურებული ინციდენტის დროს გაიცნო, ოქტაგონზე შერეული ორთაბრძოლების ლეგენდას, ურაია ფეიბერს დაუპირისპირდა.
სადებიუტო შეხვედრა ქართველი მებრძოლისთვის თავიდან საკმაოდ რთულად წარიმართა. ორი რაუნდის შემდეგ ლაზიშვილი ანგარიშით 2:5-ს აგებდა და თითქოს უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეს იყო. თუმცა, დასკვნით მესამე რაუნდში საბამ ნამდვილი სპორტული ხასიათი გამოავლინა, მეტოქეს 12:2 აჯობა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება, 12:5 მოიპოვა.
47 წლის ფეიბერისთვის ეს RAF-ის ეგიდით ჩატარებული რიგით მესამე ბრძოლა იყო და სამწუხაროდ მისთვის, სამივე მარცხით დასრულდა. მეორეს მხრივ, ლაზიშვილისთვის ეს ტურნირზე პირველი გამოსვლა გახლდათ, რომელიც საკმაოდ ეფექტური და ტრიუმფალური გამოდგა.
საბასგან ყველა მომავალშიც ბევრ წარმატებას ველოდებით!