ვახტანგ სალიამ გუშინ ტოტენჰემის წინააღმდეგ ნიუკასლის U21 გუნდში გოლი კვლავ გაიტანა.
18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოს მისადგომებიდან შესანიშნავი დარტყმით გამოიჩინა თავი. პრემიერ ლიგა 2-ის მატჩი ნიუკასლმა ტოტენჰემთან 3-1 წააგო.
სალია ამჟამად ძალიან კარგ ფორმაშია. მან დუბლი შეასრულა ტამვორთის წინააღმდეგაც, ნიუკასლის U21 გუნდის სეზონის პირველ მატჩში, რომელიც ქართველის გუნდმა 5-3 დათმო.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში, შეცვლაზე შევიდა და 2 გოლის გატანა მოახერხა.