VIDEO: სამგურალმა ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო - ფანცულაია ბომბარდირებში გალიდერდა
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
წყალტუბოს სამგურალი ეროვნულ ლიგაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს და ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა. იმერლებმა დაამარცხეს დინამო თბილისი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ევროტურნირების ზონას ჩამორჩა.
სამგურალის ლიდერმა, გიორგი ფანცულაიამ პირველსავე ტაიმში დუბლი შეასრულა და გუნდი შესვენებაზე 2:0-ით გაიყვანა. მეორე ნახევარში თბილისელთაგან ონორე გომისმა მალევე შეაგდო, მაგრამ გუნდს მეტი აღარაფერი გამოუვიდა.
იმერელთაგან დუბლის ავტორ ფანცულაიას ბოლო 6 ტურში ამდენივე გოლი აქვს, ჯამში კი 14 მოაგროვა და ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა - ტორპედოს ბიორნ იონსენს 2 გოლით გაუსწრო.
29 ტურის შემდეგ, სამგურალს 35 ქულა აქვს და პლეი-აუტის ზონას 7 ქულით დაშორდა, დინამო კი მე-3 ადგილოსან ტორპედოს 3 ქულით ჩამორჩა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური რჩება. წყალტუბოელები მომდევნო შეხვედრას გარეჯთან სტუმრად გამართავენ, დინამოელები კი ბოლოადგილოსან კოლხეთს დედაქალაქში მიიღებენ.