VIDEO: სამმაგი დუბლების დუელი იოკიჩის გამარჯვებით დასრულდა
19 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი დენვერ ნაგეტსს დაუპირისპირდა და 131-136 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში ჯამალ მარიმ ულიდერა, რომელმაც 39 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
თუმცა კანადელის გარდა კიდევ 2 მოთამაშის სტატისტიკა იყო გამორჩეული. რა თქმა უნდა, მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ნიკოლა იოკიჩმა - 31 ქულა, 20 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა.
სან ანტონიოს შემადგენლობაში სამმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში სტეფონ ქასლმაც - 30 ქულა, 11 მოხსნა 10 შედეგიანი გადაცემა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარის არ აღმოჩნდა.
67 მატჩში მოპოვებული 41 გამარჯვებით დენვერი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, სან ანტონიო კი 66 შეხვედრაში 48 მოგებით მე-2 პოზიციას იკავებს.