VIDEO: საქართველომ რუმინეთს მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი მეოცედ მოიპოვა
08 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ავჭალის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდა.
ბორჯღალოსნებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და ტაიმი 15-9 მოიგეს. ლელოები მეტრეველმა და ტაბუცაძემ დადეს, ჯარიმა და ერთი გარდასახვა კი ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო შედეგიანი აღმოჩნდა და ქართველებმა 38-21 მოიგეს, ჯამში კი რუმინელებს 53-30 ვძლიეთ.
ლელოებით თავი საღინაძემ, ჯალაღონიამ, მატკავამ, შიოშვილმა და კახოიძემ გამოიჩინეს, ერთი კი საჯარიმო ლელო ჩაითვალა. თედო აბჟანდაძემ ზუსტად 3 გარდასახვა შეასრულა.
ბორჯღალოსნებმა რუმინეთთან მოგებით ანთიმოზ ივერიელის თასი მეოცედ მოიპოვეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.
ფინალში მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ ესპანეთს 26-7 მოუგო.