კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ესტონურმა პაიდემ აზერბაიჯანულ ზირას შინ 1:0 მოუგო.
ბალტიისპირელებმა გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე, ფლანგიდან ჩაწოდებისა და არეულობის შემდეგ გაიტანეს, რითაც საპასუხო თამაშს უპირატესობით ხვდებიან.
აზერბაიჯანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო დავით ვოლკოვი და სრულად ითამაშა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა მოედანზე ბოლო 15 წუთი გაატარა.
შეგახსენებთ, ზირამ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტორპედო ქუთაისს 6-ბურთიანი სხვაობით აჯობა (3:0 და 3:0).
გუნდები საპასუხო შეხვედრას ერთ კვირაში, 30 ივლისს, უკვე ზირას საშინაო მოედანზე გამართავენ.