VIDEO: სეზონი საგოლე მოქმედებით დაიწყო - ყაზაიშვილმა ლიაონინთან ასისტი შეასრულა
08 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერ ლიგის 2026 წლის სეზონი საგოლე მოქმედებით დაიწყო.
მისმა შანდონ ტაიშანმა ლიანინ ტიერენს შინ 3:0 მოუგო, თავად კი პირველი გოლისას ასისტი შეასრულა - შეტევა გაამწვავა, თანაგუნდელთან ბურთი გაითამაშა და შემდეგ საგოლედ დააგორა.
ქართველმა შემტევმა სუპერ ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 32 საგოლე მოქმედება მიითვალა - 27 გოლი და 5 ასისტი. შედეგად, ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ შანდონმა ახალი ჩემპიონატი, ფედერაციის სანქციების გამო, -6 ქულით დაიწყო, შესაბამისად, ახლა -3 ქულა აქვს.
ყაზაიშვილის გუნდი მომდევნო ტურში, 14 მარტს, ბეიჯინ გუანს საკუთარ მოედანზე მიიღებს.