VIDEO: შერმადინის გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა!
04 ოქტ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
კუნძულელები სტუმრად უნიკახას დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 80:75 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ტენერიფელებმა სეზონი მარცხით გახსნეს, როდესაც პირველ ტურში შინ სარაგოსასთან მინიმალური სხვაობით, 80:81 დათმეს, ახლა კი მნიშვნელოვანი გარღვევა გააკეთეს.
უნიკახასთან მატჩში გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი გაიმმა და უერტასმა შეიტანეს, რომლებმაც შესაბამისად 18 და 17 ქულა ჩააგდეს.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 6 წუთი ითამაშა და მატჩი 1 შედეგიანი პასით დაასრულა.