იტალიის ქალაქ ტურინში ATP-ის 2025 წლის შემაჯამებელი ტურნირი მიმდინარეობს.
ჯგუფის მესამე მატჩში იანიკ სინერი ბენ შელტონს დაუპირისპირდა და 2 სეტში (6-3, 7-6) დაამარცხა.
იტალიელმა ჯგუფის სამივე შეხვედრა სეტის წაუგებლად მოიგო და შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
იანიკ სინერი ნახევარფინალურ მატჩში ალექს დე მინორს შეხვდება.
ტურნირი 16 ნოემბერს დასრულდება.