VIDEO: სიტიმ ჩელსი გაანადგურა და არსენალთან სხვაობა შეამცირა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.
51-ე წუთზე რაიან შერკის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში ნიკო ო'რაილიმ გახსნა, აქედან 6 წუთში კი ფრანგმა საგოლე გადაცემების დუბლი შეასრულა, სხვაობა ორამდე კი მარკ გეჰიმ გაზარდა.
68-ე წუთზე კიდევ ერთი გოლის გატანა ჟერემი დოკუმ შეძლო და საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირა.
მანჩესტერ სიტიმ ამ ტურში არსენალის ბორნმუთთან წაგებით ისარგებლა და ცხრილის ლიდერთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა.
პეპ გვარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს სათამაშო და ამასთან შემდეგ ტურში არსენალი და სიტი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასე რომ, საჩემპიონო რბოლა პრემიერ ლიგაში საკმაოდ დაიძაბა.