VIDEO: თოკო ორივე გუნდში საუკეთესო იყო - ბარსამ ჩემპიონატის მეორე მატჩიც წააგო
12 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლიგა ენდესას მე-2 ტურში, თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ლეიდასთან წააგო და კვლავ ქულის გარეშეა. ბარსა პირველ ტურში ვალენსიასთან დამარცხდა, დღეს კი ლეიდასთან შეხვედრა 5-ქულიანი სხვაობით დათმო.
წაგების მიუხედავად, სოლიდური პირადი პერფორმანსი ჰქონდა თოკოს, ვინც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო - 20 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი. ეს ყველაფერი 23:39 წუთში.
როგორც აღვნიშნეთ, ბარსელონა ჩემპიონატში უქულოდაა, მომდევნო ტურში კი 100%-იანი შედეგით მოასპარეზე უნიკახას სტუმრად შეხვდება - 19 ოქტომბერს. თუმცა, იქამდე ევროლიგის ორ გასვლით მატჩს ჩაატარებს - 14 რიცხვში მაკაბი თელ ავივთან, ხოლო 16-ში - დუბაისთან.