VIDEO: სოლიდური სტატისტიკა - შენგელიას ბარსამ დუბაიში წააგო
16 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგაზე ზედიზედ მოგებული 3 მატჩის შემდეგ, დუბაისთან გასვლითი შეხვედრა წააგო - 78:83. თოკოს სოლიდური პირადი სტატისტიკა ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 25:02 წუთი გაატარა და 19 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა. ქულების მხრივ, საკუთარ გუნდში თანალიდერი იყო - ბრისუელამაც 19 ქულა დააგროვა.
დუბაიმ, პარტიზანისა და მოქმედ ჩემპიონ ფენერბაჰჩეს შემდეგ, ბარსელონაც დაამარცხა და მოგება-წაგების ბალანსი 3-2-ზე აქვს - ბარსასაც ანალოგიური მაჩვენებელი აქვს.
შენგელიას გუნდი 23 ოქტომბერს ჟალგირისს უმასპინძლებს, იქამდე კი ჩემპიონატში უნიკახას ესტუმრება - 19 ოქტომბერს.