• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
VIDEO: ტორონტოს სასტარტოში პირველად ითამაშა - მამუს გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

VIDEO: ტორონტოს სასტარტოში პირველად ითამაშა - მამუს გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა, ბრუკლინ ნეთსთან გამარჯვების (119:109) შედეგად, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილი გაიმყარა. ქართველმა რეპტორსის სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა.


კანადელები კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერთან (3 მოგება და 13 წაგება) უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და ანგარიშიც პირველივე მეოთხედიდან კომფორტული სხვაობებით წაიყვანეს. შესაბამისად, დარკო რაიაკოვიჩმა ლიდერებს ჩვეულებრივზე მეტი დასასვენებელი წუთები მისცა.


მაგალითად, დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ტორონტოელთაგან ყველაზე შედეგიანი 17-ქულიანი სკოტ ბარნსი გახდა, არ ჯეი ბერეტმა და ჯე'კობი უოლტერმა (სეზონის პირადი ქულების რეკორდი ჰქონდა) 16-16 ქულა მიითვალეს, ბრენდონ ინგრამმა - 14, ხოლო იმანუელ ქუიქლიმ - 13.


საიუბილეო დღე გამოუვიდა ინგრამს, რომელმაც NBA-ში 10 000-ქულიან ნიშნულს სწორედ ამ შეხვედრისას გადააჭარბა.


აღსანიშნავია, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა არ ჯეი ბერეტმა, მე-3 მეოთხედის შუაში, კუნთის დაჭიმულობის გამო, სათამაშო მოედანი დატოვა. მისი მდგომარეობის შესახებ ტესტის შემდეგ უფრო ზუსტად გვეცოდინება, იქამდე კი ხვალ გამთენიისას კლივლენდ კავალიერსთან თამაში საეჭვოა.


რაც შეეხება მამუს, რეპტორსის სასტარტო ხუთეულში პირველად მოხვდა, 26:33 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი ჩაიწერა აქტივში. თითო-თითო ჩაჭრა და დაკარგვაც ჰქონდა.


დარკო რაიაკოვიჩის გუნდი შესანიშნავ სვლაზეა და, სეზონის საწყისი 5-დან 4 თამაშის წაგების შემდეგ, ბოლო 12-დან 11 შეხვედრა მოიგო - 12:5-ზე ბალანსით, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა. ლიდერ დეტროიტს 14:2-ზე აქვს.


ტორონტო მომდევნო თამაშს ისევ საკუთარ დარბაზში, 25 ნოემბრის 04:00 საათიდან, ერთ-ერთ კონკურენტ და კონფერენციაში მასზე 1 ადგილით ქვემოთ მყოფ კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართავს.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველო
კალათბურთი
კალათბურთი ნბა
სანდრო მამუკელაშვილი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: თოკო საუკეთესო იყო - ბარსელონამ ჩემპიონატში მეოთხედ მოიგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: თოკო საუკეთესო იყო - ბარსელონამ ჩემპიონატში მეოთხედ მოიგო
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - შერმადინის გუნდი ლიდერებთან ერთ მოგებაშია

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - შერმადინის გუნდი ლიდერებთან ერთ მოგებაშია
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: გრძელი გარბენი და გოლი - წიტაიშვილმა მეცში პირველად გაიტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გრძელი გარბენი და გოლი - წიტაიშვილმა მეცში პირველად გაიტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: თავისივე მოპოვებული პენალტი გააფუჭა - ბერიძის გუნდმა ლიდერს გასვლაზე მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: თავისივე მოპოვებული პენალტი გააფუჭა - ბერიძის გუნდმა ლიდერს გასვლაზე მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

VIDEO: თოკო საუკეთესო იყო - ბარსელონამ ჩემპიონატში მეოთხედ მოიგო

News image

1 სთ წინ

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - შერმადინის გუნდი ლიდერებთან ერთ მოგებაშია

News image

2 სთ წინ

VIDEO: გრძელი გარბენი და გოლი - წიტაიშვილმა მეცში პირველად გაიტანა

News image

2 სთ წინ

VIDEO: თავისივე მოპოვებული პენალტი გააფუჭა - ბერიძის გუნდმა ლიდერს გასვლაზე მოუგო