VIDEO: ცვლილებაზე შევიდა და გაიტანა - მექვაბიშვილმა შორიდან გაისროლა
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილმა რუმინეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი შეაგდო. კრაიოვას ქართველმა ნახევარმცველმა უნირეასთან შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
ჩვენი ნაკრების შუახაზელი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა და 4 წუთში, შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით, თავისიანები დააწინაურა. ამის შემდეგ კრაიოვამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩი 3:1 მოიგო.
მექვაბიშვილისთვის წლევანდელ სეზონში პირველი გოლი და მეხუთე საგოლე მოქმედებაა - აქამდე 4 ასისტი ჰქონდა. გასული სეზონი 3 გოლითა და 1 საგოლე პასით დაასრულა.
13 ტურის შემდეგ, კრაიოვას 27 ქულა აქვს და ლიდერ ბოტოშანს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მატჩით და 2 ქულით ნაკლები აქვს ბუქარესტის რაპიდს, რომელიც ამ ტურში დედაქალაქურ დერბიში დინამოს სტუმრობს.
კრაიოვა მომდევნო ტურში 12 ტურში 3 ქულის ამღებ ბოლოადგილოსან მეტალოგლობუსს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება - 26 ოქტომბერს.