VIDEO: U20 ბორჯღალოსნების დრამატული ფრე იტალიასთან
10 ივლ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაგბის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში საქართველო მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდა.
მატჩი ჩვენთვის ცუდად დაიწყო. მე-13 წუთზე დვალმა წითელი ბარათი მიიღო და ჩვენები კაცნაკლული დარჩნენ.
პირველი ტაიმი იტალიელთა გამარჯვებით 5-12 დასრულდა, 34-ე წუთზე ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ხახუბიამ დადო.
კაცნაკლულობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს და მოგებასთანაც ახლოს იყვნენ.
47-ე და მე-80 წუთებზე სპანდერაშვილმა და შიოშვილმა ლელოები დადეს, რომლებიც თაყაიშვილმა წარმატებით გარდასახა.
თუმცა იტალიელები არ დანებდნენ და 86-ე წუთზე ლელო მაინც დადეს, რომელიც ავტორმა ტოდარომ თავადვე გარდასახა.
საქართველომ 2 მარცხითა და 1 ფრედ დასრულებული მატჩით 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-4 ადგილზე გავიდა, ჯგუფში პირველი ადგილი ახალმა ზელანდიამ დაიკავა 14 ქულით, იტალიამ და ირლანდიამ 6-6 ქულა დააგროვეს, თუმცა უპირატესობა მასპინძლებს მიენიჭათ.