UFC 329-ის მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა წონა ჩააბარეს და ღონისძიებისთვის ყველაფერი მზად არის.
პირველი სასწორზე მაქს ჰოლოუეი დადგა, რომელმაც სასწორზე 170 ფუნტი (77.1 კგ.) დააფიქსირა.
შემდეგ კი წონა კონორ მაკგრეგორმაც ჩააბარა. ირლანდიელმა სასწორზე 170.5 ფუნტი (77.3 კგ.) აჩვენა.
წონა თანამთავარი ბრძოლის მონაწილეებმაც, ბენუა სენ-დენიმ და პედი პიბმლეტმაც, ჩააბარეს - 156 ფუნტი (70.8 კგ.).
UFC 329-ის მთავარი ქარდი 12 ივლისს, 05:00 საათზე დაიწყება.