VIDEO: "უილტი, მე და შემდეგ კობი" - ადებაიოს ისტორიული 83 ქულა
15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში მაიამი ჰიტი ვაშინგტონ უუიზარდსს დაუპირისპირდა და 150-129 დაამარცხა.
ეს შეხვედრა ისტორიული გამოდგა, რადგან ბემ ადებაიომ საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა - 83 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა. მაიამის ამერიკელმა მოთამაშემ 21-დან 13 ორქულიანი, 22-დან 7 სამქულიანი და 43-დან 36 საჯარიმო ჩააგდო.
NBA-ის ისტორიაში ერთ მატჩში ჩაგდებული ქულებით ადებაიომ კობი ბრაიანტს გადაუსწრო (81 ქულა) და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილს უილტ ჩემბერლენი იკავებს 100 ქულით.
ასევე ბემმა რეკორდი მოხსნა საჯარიმოების მხრივაც და ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 36 საჯარიმო შეასრულა ზუსტად. აქამდე რეკორდი ადრიან დენტლის ეკუთვნოდა (28).
"უილტი, მე და შემდეგ კობი. გიჟურად ჟღერს." - განაცხადა ადებაიომ ისტორიული მატჩის შემდეგ.
66 მატჩში მოპოვებული 37 გამარჯვებით მაიამი ჰიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.