VIDEO: ვემბანიამას ისტორიული პერფორმანსი - რა სტატისტიკა ჰქონდა ფრანგს?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი ნიუ ორლეანს პელიკანსს დაუპირისპირდა და 114-91 დაამარცხა.
მატჩის გმირი ვიქტორ ვემბანიამა გახდა, რომელმაც მორიგი ისტორიული პერფორმანსი შემოგვთავაზა და საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა.
ფრანგმა სუპერვარსკვლავმა 32 წუთში 50 ქულა, 19 მოხსნა, 5 დაფარება და 4 ჩაჭრა დააგროვა, თამაშში კი 29-დან 20 ბურთი ჩააგდო, კერძოდ 18-დან 15 ორქულიანი და 11-დან 5 სამქულიანი, მისი 6 საჯარიმოდან კი 5 ზუსტი იყო.
ვემბანიამა 1973/74 წლების სეზონის შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში 50+ ქულა, 15+ მოხსნა, 4+ ჩაჭრა და 5+ დაფარება მიითვალა.
სან ანტონიო სპურსს 17 მატჩში 14 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციას ლოს ანჯელეს ლეიკერთან ერთად თანალიდერობს.