სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის კალათბურთელთა საუკეთესო ხუთეულშია შეტევითი რეიტინგის მიხედვით.
შეტევითი რეიტინგი აჩვენებს, საშუალოდ რამდენ ქულას აგროვებს გუნდი 100 შეტევაში კონკრეტული კალათბურთელის მოედანზე ყოფნის დროს.
ქართველი კალათბურთელის შეტევითი რეიტინგი 124.8-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ლოს ანჯელეს ლეიკერსი საშუალოდ 124.8 ქულას აგროვებს 100 შეტევაში.
ამ მაჩვენებლით მამუკელაშვილი მხოლოდ ლუკა დონჩიჩს, ზაირ უილიამსს, ოსტინ რივზსა და ვიქტორ ვემბანიამას ჩამორჩება.
1. ლუკა დონჩიჩი (ლეიკერსი) - 129.7
2. ზაირ უილიამსი (ლეიკერსი) - 127.6
3. ოსტინ რივზი (ლეიკერსი) - 125.7
4. ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო) - 125.2
5. სანდრო მამუკელაშვილი (ლეიკერსი) - 124.8
6. რობერტ უილიამს III (პორტლენდი) - 124.7
7. ლუკ კენარდი (ფინიქსი) - 124.5
8. დილან ჰარპერი (სან ანტონიო) - 122.9
9. დეარონ ფოქსი (სან ანტონიო) - 122.7
10. ჯრუ ჰოლიდეი (პორტლენდი) - 122.6
ასევე აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ხუთეულში ლოს ანჯელეს ლეიკერსის 4 მოთამაშეა.
VIDEO: მამუკელაშვილის საოცარი მატჩი ყოფილ გუნდთან - ლეიკერსის მორიგი გამარჯვება