ლოს ანჯელეს ლეიკერსში სანდრო მამუკელაშვილის მიმდინარე სეზონში გადმოსვლამ ამერიკული სპორტული მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო.
გამოცემა Lake Show Life ვრცელ სტატიას უძღვნის ქართველი კალათბურთელის პროგრესს და ხაზს უსვამს, რომ ლეიკერსმა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც რუი ჰაჩიმურას ნაცვლად მამუკელაშვილი აიყვანა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მამუმ 20-ზე მეტი ქულის დაგროვება ზედიზედ ორ მატჩში შეძლო.მიუხედავად იმისა, რომ ჰაჩიმურა ელიტური სნაიპერი იყო (228 მატჩში 12.3 ქულა საშუალოდ), მისი არსენალი მხოლოდ სროლებით შემოიფარგლებოდა. სანდრო კი გაცილებით უნივერსალური მოთამაშე აღმოჩნდა:
მამუკელაშვილი სამქულიანებს 41.2%-იანი სიზუსტით ესვრის... ეფექტურია სწრაფი შეტევების დროს და სათადარიგო ცენტრის როლშიც კი კარგად გამოიყურება. ის უბრალოდ რუიზე უკეთესია
ბოლო 7 მატჩში სანდროს მონაცემები საგრძნობლად გაუმჯობესდა (12.3 ქულა და პერიმეტრიდან 45.7%-იანი სიზუსტე). სტატიის ავტორი მას რეგულარული სეზონის საუკეთესო მე-6 მოთამაშის ტიტულის სერიოზულ კანდიდატად განიხილავს და აღნიშნავს, რომ მას შეუძლია შეასრულოს ბურთის გამთამაშებლის როლიც, როდესაც გუნდს ეს სჭირდება.
სეზონის წინ გაფორმებულმა 4-წლიანმა და 52-მილიონიანმა კონტრაქტმა თავდაპირველად კითხვები გააჩინა, თუმცა ახლა ნათელია, რომ რობ პელინკამ და ჯეი ჯეი რედიკმა სწორი ნაბიჯი გადადგეს. მამუკელაშვილი წარმატებით თამაშობს როგორც 4, ისე 5 ნომრის პოზიციაზე და დაცვაშიც აქტიურადაა ჩართული.
საჭირო იყო უნივერსალურობა, რისი განსახიერებაც მამუკელაშვილი გახდა. ის გუნდში თავს სულ უფრო დამაჯერებლად გრძნობს და დღითიდღე ვითარდება. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვთქვათ: მამუს საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ აქვს
13 მატჩის შემდეგ, მამუკელაშვილის საშუალო მაჩვენებლებია: 10.8 ქულა და 4.5 მოხსნა 23.6 წუთში.ლეიკერსი კი 11 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია.