ორლანდომ კლუბი 107:100 დაამარცხა და ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
შეხვედრაში შეუჩერებელი იყო ფრანც ვაგნერი, რომელმაც გუნდს 33 ქულა შესძინა, ენტონი ბლეიქის ანგარიშზე კი 26 ქულა იყო.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ცენტრს, გოგა ბითაძემ პარკეტზე 15 წუთი გაატარა და თავი 2 ქულით (1/1 ორქულიანი), 2 მოხსნით, 1 პასითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. ორლანდო მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს სტუმრად იუტასთან გამართავს.