VIDEO: ზედიზედ მე-7 მოგება სერია ა-ში - ინტერმა ლეჩე დაამარცხა
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში ლეჩე საკუთარ მოედანზე ინტერს დაუპირისპირდა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.
51-ე წუთზე მილანელები ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ფედერიკო დიმარკოს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
75-ე წუთზე ინტერი მაინც დაწინაურდა. ანგარიში 0-1 ჰენრიკ მხითარიანმა გახადა, აქედან 7 წუთში კი მანუელ აკანჯიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ინტერმა სერია ა-ში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს 64 ქულით უდგას სათავეში. მდევარ მილანთან სხვაობა 10 ქულაა, რომელსაც ამ ტურში პარმასთან აქვს სათამაშო.