პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტის საინტერესო შკეითხვებს უპასუხა.
- ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, რომელიც მწვრთნელის რანგში მოიგეთ?
მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონასთან ერთად, მან იუნაიტედის წინააღმდეგ, უემბლიზე.
- დაასახელეთ ერთი ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ფეხბურთი არ გითამაშიათ, მაგრამ ისურვებდით?
კარგი კითხვაა... ნეიმარი.
- როგორი გინდათ რომ ფეხბურთმა დაგიმახსოვროთ?
არ მინდა რომ დამიმახსოვრონ. ვისურვებდი, რომ დამივიწყონ.
- ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი?
ბევრია, მაგრამ, ალბათ მოგებული ტიტულების რაოდენობით საუკეთესო სერ ალექს ფერგიუსონია.
- ფეხბურთის გარდა, რომელია თქვენი საყვარელი სპორტის სახეობა?
გოლფი.
- რომელ მწვრთნელთან ერთად ისურვებდით ერთი ბოთლი ღვინის დალევას?
იურგენ კლოპთან, იმიტომ რომ იოჰან კრუიფთან ერთად ეს ბევრჯერ მაქვს გაკეთებული.
- როცა თამაშს უყურებთ როგორც გულშემატკივარი, რას ამჩნევთ პირველი, რასაც ხალხის უმეტესობა ვერ ხედავს?
სქემას, განლაგებას და ფეხბურთელების ინდივიდუალურ თვისებებს, ვგიჟდები ამაზე.
- რომელი ტიტულის მოგებაა ფეხბურთში ყველაზე მაგარი?
ალბათ მსოფლიო ჩემპიონატის.
- რაიმე კოლექცია თუ გაქვთ სახლში?
არა. მომწონს, როცა სახლში მაქვს ღვინო, წიგნები, მაგრამ მე არ... არ დავდივარ ავსტრალიაში იმისთვის, რომ ღვინოს კონკრეტული ბოთლი შევიძინო. ამას არ ვაკეთებ.
- გჯერათ, რომ შეგიძლიათ თქვენი სისტემა ფეხბურთელებს მოარგოთ, თუ ფეხბურთელებს აიძულებთ, მოერგონ თქვენს სისტემას?
ორივე. ერთს მეორეს გარეშე არსებობა არ შეუძლია.