მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო და ფეხბურთის სხვა ცნობილი სახეები ლიონელ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურნენ.
ინტერ მაიამის 39 წლის თავდამსხმელმა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულება გამოაცხადა, რომლის ღირსებასაც 2005 წლიდან იცავდა.
„გილოცავ ბრწყინვალე და დაუვიწყარ სანაკრებო კარიერას. მომდევნო კოპა ამერიკა და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო“, - დაწერა მოურინიომ არგენტინელის პოსტის კომენტარებში.
„შენ უნიკალური ხარ! 🥹“, - აღნიშნა მესის თანაგუნდელმა, ლუის სუარესმა.
„სამუდამოდ მადლიერები ვიქნებით იმისთვის, რომ არგენტინელი ხარ და არგენტინა მსოფლიოს მწვერვალზე აიყვანე. იმისთვის, რომ არგენტინელობა აირჩიე, როცა მარტივად შეგეძლო სხვა რამეს აგერჩია. მადლობა, კაპიტანო. მადლობა ყველაფრისთვის. ისტორიაში საუკეთესო 💙💙💙💙💙“, - დაწერა არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ.
„მარადიული მადლიერება, კაპიტანო!!! 💙“, - განაცხადა მილანის ინტერის თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა.
„შენი უპირობო სიყვარული ჩვენი ქვეყნისადმი, ბრძოლა, დაუთმობლობა, ძალა... შენი ლიდერობა და ადამიანურობა თითოეული მოთამაშის მიმართ. უდიდესი მადლობა, ყველაზე დიდებულო, იმისთვის, რომ წარმოუდგენლად გაგვებედნიერე. შენ მარადიული ხარ 😢“, - დაწერა როდრიგო დე პოლმა.
„მადლობა ყველაფრისთვის, რაც მოგვეცი - როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ 🤍“, - გადაუხადა მადლობა ლეოს ლივერპულის ნახევარმცველმა, ალექსის მაკ ალისტერმა.