ფერლან მენდი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა.
მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპისთვის რეგისტრირებული ფეხბურთელების სია წარადგინა და მადრიდელთა განაცხადში ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი ფრანგი მარცხენა მცველი ფერლან მენდია.
განაცხადში ახალი სახეა სერხიო მარტინესი. სანტანდერის რასინგიდან ახლახან დამატებულმა ფეხბურთელმა ვარჯიშებზე პორტუგალიელი მწვრთნელის დარწმუნება მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ადგილი დაიმსახურა.
რეალმა სულ 35 ფეხბურთელი დაარეგისტრირა - 25 მოთამაშე A სიაში, ხოლო აკადემიის 10 ფეხბურთელი B სიაში.
A სია:
კურტუა, ლუნინი; ასენსიო, მილიტაო, ჰაუსენი, ტრენტი, კონატე, კუკურელია, კარერასი, რუდიგერი, დუმფრისი; ბელინგემი, კამავინგა, ვალვერდე, ჩუამენი, არდა გიულერი, ბერნარდუ სილვა, დიომანდე, სერხიო მარტინესი; ვინისიუსი, ენდრიკი, მბაპე, როდრიგო, კარლოს ესპი და ბრაჰიმი.
B სია:
სერხიო მესტრე, ხავი ნავარო, ფორტეა, ჟოან მარტინესი, მარიო რივასი, ტიაგო პიტარჩი, სესტერო, ვილიალბა, გაბრიელ ვალერო და დანიელ იანესი.
ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი ფერლან მენდია, რომელიც ტრავმის შემდეგ აღდგენას აგრძელებს. სერხიო მარტინესი პირდაპირ A სიაში მოხვდა, ხოლო გუნდის ყველა ახალწვეული ჩემპიონთა ლიგისთვის დარეგისტრირებულია.
ინტერთან სადებიუტო მატჩში ჟოზე მოურინიო დისკვალიფიკაციის გამო არდა გიულერს, ედუარდო კამავინგასა და ბერნარდუ სილვას ვერ გამოიყენებს. ორელიენ ჩუამენის თამაში კი ჯერ კიდევ საეჭვოა.