• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ვინ როგორ ფორმაში ხვდება ერთა ლიგის მატჩებს?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ვინ როგორ ფორმაში ხვდება ერთა ლიგის მატჩებს?

03 სექ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მოახლოვდა ერთა ლიგის ახალი სეზონის მატჩებიც. საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით უკვე დაიწყო შეკრება და სექტემბრის მატჩებისთვის ემზადება. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული გუნდი ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ალბანეთს ესტუმრება.


უეფას ერთა ლიგა - გზა მსოფლიო ჩემპიონატისკენ


საინტერესოა, თუ როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი ფეხბურთელები სექტემბრის მატჩებს. რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით კარგი სეზონის სტარტი ჰქონდა.


გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა. განსაკუთრებით კარგი მატჩი მას ატლეტიკთან ჰქონდა, სადაც ლა ლიგის ოფიციალური ვერსიით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. სელტასთან კი მან თერთმეტმეტრიანის მოგერიებაც მოახერხა. მამარდა სეზონის სტარტზე საშუალოდ 2.5 მოგერიებას აგროვებს თამაშში.


წარმატებული აგვისტო ჩაატარა თავის გუნდში ნაკრების კაპიტანს. გურამ კაშიამ სლოვანთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ კაპიტანი კიდევ ერთ კარიერულ ოცნებას აიხდენს.


წარმატებული დებიუტი ჰქონდა სერია ა-ში საბა გოგლიჩიძეს, რომელიც ემპოლის სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩნდა ბოლონიას წინააღმდეგ. საბამ სადებიუტო მატჩში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და ვილი სანიოლისგან ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.


ახალ გუნდში ფეხს წარმატებით იკიდებს გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც კოპენჰაგენის შემადგენლობაში ბოლო მატჩში განსაკუთრებით კარგად ითამაშა. დანიის ჩემპიონატში ქართველის გუნდმა ბრონდბიუ 3-1 დაამარცხა, თავად გოჩოლეიშვილმა კი პენალტი გამოიმუშავა. გიორგი კოპენჰაგენთან ერთად ამ სეზონში უეფას კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.


სანაკრებო მატჩებს კარგ ფორმაში ხვდება ნახევარდაცვის ტრიო. გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეს შემადგენლობაში პირველ 3 ტურში გოლისა და საგოლე გადაცემის მითვლა მოასწრო. ქოჩორამ ხიხონს საჯარიმო დარტყმით გაუტანა, ეიბართან კი თანაგუნდელს ბრწყინვალე საგოლე პასი გაუკეთა.


სეზონის სტარტზე თავის სტატუსს ამართლებს ოთარ კიტეიშვილიც, რომელიც გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კიტეს საუკეთესო მატჩი ბოლო ტურში ჰქონდა. მან ტიროლთან გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.


ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თავის წარმატებულ სვლას აგრძელებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც უოტფორდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ჩაკვემ სეზონი მილუოლთან გატანილი ულამაზესი ჯარიმით გახსნა, სტოკთან კი საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგი ტომ კლევერლის ფავორიტი მოთამაშეა.


კარგ თამაშს აგრძელებს ხვიჩა კვარაცხელია ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელშიც. ქართველ შემტევს საუკეთესო მატჩი ბოლონიასთან ჰქონდა, სადაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, თანაც როგორი პასი ჯოვანი დი ლორენცოზე. მიუხედავად საგოლე მოქმედების არქონისა, ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო პარმასთანაც, რომელშიც ნაპოლიმ გამარჯვება მოახერხა.


სეზონი საოცრად დაიწყო ბუდუ ზივზივაძესთვის, რომელმაც პირველივე ტურში ნიურნბერგთან ჰეთთრიქი შეასრულა და თავის გუნდს საოცარ შეხვედრაში 3 ქულა მოუტანა. ბუდუმ ელვერსბერგთან საგოლე გადაცემა და ბრაუნშვაიგთან კიდევ 1 გოლი დაამატა თავის ანგარიშს და ამ შედეგით გერმანიის მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.


საქართველოს ნაკრების განაცხადი სექტემბრის მატჩებისთვის


ფოტო: nakrebi.ge

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დადასტურებული ტრანსფერი - ალთუნაშვილი ისრაელში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დადასტურებული ტრანსფერი - ალთუნაშვილი ისრაელში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გოგას არ უთამაშია - ორლანდომ პორტლენდი დაამარცხა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: გოგას არ უთამაშია - ორლანდომ პორტლენდი დაამარცხა
•კალათბურთი

კალათბურთი

"არ მესმის, ევროლიგის კლუბში შანსს როგორ ვერ იღებს" - შენგელია ჯიკიჩზე

•კალათბურთი

კალათბურთი

"არ მესმის, ევროლიგის კლუბში შანსს როგორ ვერ იღებს" - შენგელია ჯიკიჩზე
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ტორონტომ მაიამიში მოიგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ტორონტომ მაიამიში მოიგო
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

2 სთ წინ

დადასტურებული ტრანსფერი - ალთუნაშვილი ისრაელში ითამაშებს

News image

3 სთ წინ

VIDEO: გოგას არ უთამაშია - ორლანდომ პორტლენდი დაამარცხა

News image

3 სთ წინ

"არ მესმის, ევროლიგის კლუბში შანსს როგორ ვერ იღებს" - შენგელია ჯიკიჩზე

News image

3 სთ წინ

VIDEO: მამუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ტორონტომ მაიამიში მოიგო

კომენტარები