მას შემდეგ, რაც ვინისიუს ჟუნიორმა რეალში დარჩენა გადაწყვიტა, არსენალმა მარცხენა ფრთის გასაძლიერებლად ალტერნატიული ვარიანტების ძიება დაიწყო.
მიკელ არტეტას გუნდს პრემიერ ლიგის მოსაგებად ძლიერი შემტევი ესაჭიროება, მედიაში კი სამი ძირითადი კანდიდატი სახელდება:
რაფაელ ლეაუ (მილანი): 26 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი იტალიური კლუბის დატოვებას გეგმავს და მზადაა ინგლისში გადავიდეს. მისი შეძენა დაახლოებით 50 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი, რაც მას იდეალურ ალტერნატივად აქცევს.
როდრიგო (რეალი): მადრიდულ კლუბში იან დიომანდეს მისვლის შემდეგ როდრიგოს სათამაშო დრო შესაძლოა შემცირდეს, რაც არსენალს შანსს აძლევს, ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერზე იმუშაოს.
მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი): ინგლისელი ფეხბურთელი არსენალის სავარაუდო ტრანსფერების სიაშია და 40 მილიონ ევრომდეა შეფასებული.
ექსპერტების აზრით, სამივე ვარიანტიდან ყველაზე მისაღები რაფაელ ლეაუა, რადგან მისი ფასი, გამოცდილება და არსენალში თამაშის სურვილი კლუბის პროექტს იდეალურად ერგება.