რეალის შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა ფედერიკო ვალვერდეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ (3:0) პენალტის დარტყმა შესთავაზა, მაგრამ ნახევარმცველმა უარი უთხრა.
მატჩის 56-ე წუთზე სიტის მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, საკუთარ საჯარიმოში ვინისიუსი წააქცია. მთავარმა მსაჯმა, მაურიციო მარიანიმ, პენალტი დანიშნა. ბრაზილიელი ბურთთან მივიდა, თუმცა იტალიელ მეკარეს ვერ აჯობა.
15 ფაქტი ფედე ვალვერდეზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით
როგორც გამოცემა As იუწყება, დარტყმამდე ვინისიუსმა თერთმეტმეტრიანის შესრულება ვალვერდეს შესთავაზა, რომელმაც პირველ ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა ურუგვაელმა უარი თქვა. ფედერიკომ ჩათვალა, რომ ეს მისი მეგობრისა და გუნდელისთვის, ვინისიუსისთვის განკუთვნილი მომენტი იყო. თანაც, ურუგვაელს ადრე ნათქვამი აქვს, რომ პენალტების შესრულების დიდი მოყვარული არ არის.
ვერგამოყენებული პენალტის შემდეგ, ბრაზილიელმა სანტიაგო ბერნაბეუს გულშემატკივრებს ჟესტით მოუბოდიშა — მან მარცხენა ხელი მაღლა ასწია, მარჯვენა კი გულზე მიიდო.
