პარიზში მიმდინარე ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფორვარდი გამოვლინდა.
გერდ მიულერის ჯილდო სპორტინგის ყოფილ და არსენალის ამჟამინდელ თავდამსხმელს, ვიქტორ გიოკერეშს გადაეცა.
2024/25 სეზონში შვედმა სპორტინგთან ერთად 52 მატჩში 54 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა და პორტუგალიის თასი და ჩემპიონატი მოიგო.
გერდ მიულერის სახელობის ჯილდო 2021 წელს დაარსდა და მას შემდეგ მისი მოგება რობერტ ლევანდოვსკიმ (2), ერლინგ ჰალანდმა, ჰარი კეინმა და კილიან მბაპემ (ერთად) შეძლეს.
გასულ ზაფხულს გიოკერეში არსენალში გადავიდა, რომლის მაისურით 6 მატჩში 3 გოლის გატანა მოასწრო.