ვალდას დამბრაუსკასი 2000 წელს „ვის უნდა იყოს მილიონერი?“ (Who Wants to Be a Millionaire?) ლიტვურ ვერსიაში მონაწილეობდა.
,,იმ დროს ის უბრალოდ სტუდენტი იყო, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთი არასდროს უთამაშია.
გადაცემაში მოგებულმა თანხამ მას საშუალება მისცა, ინგლისში წასულიყო და სამწვრთნელო კურსები გაევლო. მან პირველი გამოცდილება ისეთ კლუბებში მიიღო, როგორებიცაა მანჩესტერ იუნაიტედი, ფულემი და ბრენტფორდი.
2007 წელს დამბრაუსკასმა მუშაობა ინგლისის მე-9 დივიზიონის კლუბ კინგსბერი ლონდონ ტაიგერსში დაიწყო და საბოლოოდ გუნდი მის ისტორიაში საუკეთესო შედეგამდე მიიყვანა.
ამის შემდეგ მას 12 სხვადასხვა გუნდში უმუშავია, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მის კარიერაში იყო შთამბეჭდავი წარმატებები ადგილობრივ დონეზე, თუმცა გზად არაერთი მტკივნეული მარცხიც შეხვდა.
წელს მან აზერბაიჯანულ საბაჰთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ფავორიტი ყარაბაღი იყო.
დღეს კი დამბრაუსკასმა საბაჰი კლუბის ისტორიაში პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ეტაპზე." - წერს უკრაინული Tribuna.
ისტორია დაიწერა - 9 წლის წინ შექმნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეა
