უიმბლდონის მე-3 წრეში ტურნირის ბოლო ორი წლის გამარჯვებულმა კარლოს ალკარასმა გერმანელი იან-ლენარ შტრუფის წინააღმდეგობა დაძლია.
მატჩი 2 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა და ალკარასის 4 სეტში გამარჯვებით დასრულდა - 6:1 3:6 6:3 6:4.
ამ გამარჯვებით ალკარასმა მე-4 წრის საგზური მოიპოვა და უიმბლდონზე ზედიზედ მე-18 მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება.
შემდეგ წრეში ესპანელი რუს ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება, რომელმაც ფრანგი მანარინოს წინააღმდეგობა 3 სეტში დაძლია.
შეხვედრა 6 ივლისს გაიმართება.