უიმბლდონის მე-2 წრეში მორიგი სენსაცია დაფიქსირდა - მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი და კორტების მასპინძელი ჯეკ დრეიპერი 36 წლის ვეტერან მარინ ჩილიჩთან დამარცხდა.
შეხვედრა 2 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და გრენდ სლემის 1-გზის გამარჯვებულის მოგებით 6:4 6:3 1:6 6:4 დასრულდა.
ჩილიჩმა 16 ეისთან ერთად 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, დრეიპერმა კი 14 ეისი მოაწოდა და ორმაგი საერთოდ არ დაუშვია.
მთლიანობაში 36 წლის ჩოგბურთელი გაცილებით აქტიური იყო, რაც 53 სუფთად მოგებულ ბურთში და 34 უნებლიეში ჩანს - დრეიპერმა 29 ვინერსთან ერთად 22 შეცდომა დაუშვა.
დრეიპერი ტოპ-10 რეიტინგის მეხუთე ჩოგბურთელი გახდა, რომელიც უიმბლდონს ნაადრევ სტადიაზე დაემშვიდობა, ჩილიჩი კი მე-3 წრეში გავიდა და შემდეგ ეტაპზე ესპანელ ხაუმე მუნარს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 55-ე ადგილს იკავებს.