სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-8 ტურში ბუდუ ზივზივაძის კარლსრუემ საკუთარ კედლებში დარმშტადი მიიღო.
შეხვედრა ძალიან უხვგოლიანი გამოვიდა და ფრედ 3:3 დასრულდა. საინტერესოა, რომ კარლსრუესთვის ეს ზედიზედ მე-3 უხვგოლიანი ფრეა - გუნდმა ჯერ მაგდებურგთან ითამაშა 2:2, წინა ტურში კიოლნთან 0:3-დან გადაურჩა მარცხს (4:4), ახლა კი ვერც დარმშტადს მოუგო (3:3).
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ სტუმრებმა მატჩი თავდაყირა დააყენეს და 2:3 წაიყვანეს, თუმცა საბოლოო ანგრიში 77-ე წუთზე დაფიქსირდა და მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.
ბუდუ ზივზივაძემ მოედანზე 79 წუთი გაატარა, თუმცა საგოლე ქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. გამოცემა SofaScore-მ ქართველს 7.2 შეფასება დაუწერა.
ზივზივაძემ კარისკენ 3-ჯერ გაისროლა, საიდანაც ზუსტი მხოლოდ ერთი გამოვიდა, თუმცა მეკარემ აჯობა. ჯამში 79 წუთში ქართველი ბურთს 19-ჯერ შეეხო და 10-დან 8 ზუსტი პასი შეასრულა.
8 მატჩის შემდეგ კარლსრუე 16 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, თუმცა არის შანსი, რომ ტურის ბოლოს ჩამოქვეითდეს და ბუნდესლიგაში ამოსასვლელი ზონა დატოვოს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები