ლუის დე ლა ფუენტე ზედიზედ მეორედ IFFHS-ის მამაკაცთა ეროვნული ნაკრების წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
136 ქულით მან დამაჯერებლად მოიგო წლიური რეიტინგი და გაუსწრო რობერტო მარტინესსa და ლიონელ სკალონის, რომელიც IFFHS-ის ჯილდოების გამარჯვებული 2022 და 2023 წლებში იყო.
ვალიდ რეგრაგი (CAF) და ხავიერ აგირე (CONCACAF) კიდევ ორ საფეხბურთო კონტინენტს წარმოადგენენ, რის შედეგადაც ტოპ 10-ში წარმოდგენილია ოთხი კონტინენტი, UEFA და CONMEBOL-თან ერთად.
1, ლუის დე ლა ფუენტე - ესპანეთის ნაკრები - 136 ქულა
2. რობერტო მარტინესი - პორტუგალიის ნაკრები - 83 ქულა
3. ლიონელ სკალონი - არგენტინის ნაკრები - 59 ქულა
4. სტალე სოლბაკენი - ნორვეგიის ნარკები - 48 ქულა
5. ტომას ტუხელი - ინგლისის ნაკრები - 41 ქულა
6. დიდიე დეშამი - საფრანგეთის ნაკრები - 30 ქულა
7. ვალიდ რეგრაგი - მაროკოს ნაკრები - 25 ქულა
8. თიმურ კაპაძე - უზბეკეთის ნაკრები 10 ქულა
8. ნესტორ ლორენცო - კოლუმბიის ნაკრები - 10 ქულა
10. ხავიერ აგირე - მექსიკის ნაკრები - 8 ქულა