არინა საბალენკა წლის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს.
WTA-ის ოფიციალური საიტის თანახმად, ბელარუსს ხმა მედიის წარმომადგენელთა 80%-ზე მეტმა მისცა, რითაც 2010 წლიდან მოყოლებული მე-4 მოთამაშეა, ვინც წლის საუკეთესო ქალი ჩოგბურთელის ჯილდო ერთზე მეტჯერ მიიღო - სერენა უილიამსის (4-ჯერ), ეშლი ბარტისა (2-ჯერ) და იგა შვიონტეკის (2-ჯერ) შემდეგ.
საბალენკამ 2025 წელს ყველაზე მეტი - 9 ფინალი ითამაშა, ყველაზე მეტი - 4 ტიტული მოიგო და ყველაზე მეტი - 63 შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით. ჯამური საპრიზო თანხის სახით კი 15.01 მლნ ევრო გამოიმუშავა.
27 წლის ჩოგბურთელმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსით ზედიზედ მეორე წელი დაასრულა.
საერთო ჯამში, მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე 69 კვირა (ბოლო 61 ზედიზედ) აქვს გატარებული, რაც ისტორიაში მე-12 შედეგია - რეკორდი შტეფი გრაფს ეკუთვნის (377 კვირა), მეორე ადგილზე მარტინა ნავრატილოვაა (332 კვირა), მესამეზე სერენა უილიამსი (319 კვირა).