ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის 1/8 ფინალურ მატჩში მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდა.
პირველი სეტის წაგებიუს მიუხედავად, მატჩი ესპანელის გამარჯვებით 4 სეტში (6-7, 6-3, 6-4, 6-4) დასრულდა.
კარლოს ალკარასი უიმბლდონის 1/4 ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. წინა ორ შემთხვევაში ის საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა.
ესპანელი გახდა ღია ეპოქაში ყველაზე ახალგაზრდა (22 წლის და 56 დღის) მოთამაშე, რომელიც გრანდ სლემის 1/4 ფინალში 12-ჯერ გავიდა. მან ბიორნ ბორგის შედეგი გააუმჯობესა.
ალკარასი 1/4 ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის დაუპირისპირდება, რომელმაც 5 სეტში ჩილელ ნიკოლას იარის სძლია.
ცნობილი გახდა კიდევ ერთი მეოთხედფინალური დაპირისპირების წყვილიც - ტეილორ ფრიცი კარენ ხაჩანოვს შეხვდება.
უიმბლდონი 13 ივლისამდე გაგრძელდება.