ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ვილიარეალმა და იუვენტუსმა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი გამოაცხვეს.
ესტადიო დე ლა სერამიკაზე გამართული დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.
ანგარიში მე-18 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომლისთვისაც ეს ლიგაზე სადებიუტო გოლი იყო. პირველი ტაიმი ვილიარეალის უპირატესობით წარიმართა და ესპანელები შესვენებაზე ლიდერის სტატუსითაც გავიდნენ.
VIDEO: ჟოოორჟ! მიქაუტაძის პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
თუმცა, მეორე ნახევარზე სულ სხვა იუვენტუსი გამოვიდა სათამაშოდ და 56-ე წუთისთვის ორი გოლის გატანაც მოასწრო - ჯერ გატიმ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი კონსეისაუმ ტურინელები წინაც გაიყვანა.
76-ე წუთზე მარსელინომ გიორგი მიქაუტაძე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე 21 წლის მაროკოელი ილიას ახომაჩი გამოიყვანა. საბლოოდ, მატჩის გადარჩენა ვილიარეალმა 90-ე წუთზე, რენატო ვეიგას გოლით შეძლო.
იუვემ ლიგაზე გამართული ორივე მატჩი შედეგიან ფრედ დაასრულა - პირველ ტურში დორტმუნდთან 4:4, ახლა კი ვილიარეალთან 2:2.
ტურინელებმა ამ ფრით ლიგაზე 2 ქულა დააგროვეს, ესპანელებმა კი - პირველი.
მიქაუტაძემ მოედანზე ჩატარებულ 76 წუთში გოლის გარდა თავი პასების 100%-იანი სიზუსტით (11-დან 11), 5-დან 2 მოგებული ორთაბრძოლით და 2 მოპოვებული ჯარიმით გამოიჩინა, რისთვისაც გამოცემა SofaScore-სგან 7.6 შეფასება მიიღო.