სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 3 სექტემბერს, შეკრების მეორე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილი აკლდა.
ერთა ლიგისთვის მზადების და ეროვნულ ნაკრებში არსებული განწყობის შესახებ კომენტარი ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.
„როგორც ყოველთვის, ნაკრებში ახლაც შესანიშნავი, ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელადაა. ვემზადებით ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“. - ციტირებს ზივზივაძის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი.
7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული გუნდი ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ალბანეთს ესტუმრება.
ვინ როგორ ფორმაში ხვდება ერთა ლიგის მატჩებს?
ფოტო: nakrebi.ge
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები