პირველად უდინეზეს ძირითადში - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე მომენტი ჰქონდა
05 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბა გოგლიჩიძე უდინეზეს ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა. ქართველმა მცველმა კალიარის წინააღმდეგ (1:1) საშინაო შეხვედრაში ითამაშა და საგოლე მომენტიც ჰქონდა.
უდინელები, ისევე როგორც გოგლიჩას ყოფილი გუნდი ემპოლი, 3-მცველიანი სქემით თამაშობდნენ, საბას კი მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიცია ეკავა და მოედანზე 90 წუთი გაატარა. 3 გამორჩეული გამოცემის ვერსიით, ცენტრალურ მცველთაგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო - Flashscore-მ 6.7 დაუწერა, Sofascore-მა 7.3, ხოლო WhoScored-მა - 6.6.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ საგოლე მომენტი შეექმნა, თუმა ახლო მანძილიდან დინამიკაში ბურთს ფეხი კარგად ვერ მოარტყა და კარს ააცილა.
სერია A-ს მატჩი სასტარტოდან 25 მაისის შემდეგ არ ჰქონდა დაწყებული - მაშინ ემპოლიში თამაშობდა. ზებრების რიგებში გადასვლის შემდეგ, თასზე 15 წუთით ითამაშა, ჩემპიონატში კი ინტერთან მოედანზე მეორე 45 წუთი სრულად გაატარა, ხოლო პიზასთან 16 წუთი მიიღო.
6 ტურის შემდეგ, უდინეზეს 2-2 მოგება-ფრე-წაგება აქვთ და 8 ქულით ცხრილის მე-12 ადგილზე არიან. მომდევნო თამაშს სტუმრად კრემონეზესთან გამართავს.