საუდის არაბეთის პრო ლიგის 32-ე ტურში ალ იტიჰადმა ალ რაედი 1-3 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
გამარჯვებული გუნდიდან თავი სტივენ ბერგვაინმა, დანილო პერეირამ და აბდულრაჰმან ალ ობუდმა გამოიჩინეს.
ლორენ ბლანის გაწვრთნილმა გუნდმა სატურნირო ცხრილში ალ ჰილალი 9 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონობა გაინაღდა. ეს კლუბის ისტორიაში მოგებული მე-10 ჩემპიონატია.
ჩემპიონი გუნდის ლიდერი ამ სეზონში კარიმ ბენზემა იყო, რომელმაც 21 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფრანგი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (23 გოლი) ჩამორჩება.
ალ იტიჰადის შემადგენლობაში ნახსენებ ბენზემასთან, ბერგვაინთან და პერეირასთან ერთად მუსა დიაბი, ნ'გოლო კანტე, ფაბინიო და უსემ აუარიც თამაშობენ.