როლან გაროსის მე-2 წრეში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი სირთულეებს წააწყდა.
დღევანდელ შეხვედრაში ალკარასის მეტოქე უნგრელი ფაბიან მაროშანი იყო და ესპანელმა გამარჯვება 2 საათსა და 11 წუთში, 6:1 4:6 6:1 6:2 მოიპოვა.
მთლიანობაში თამაში ალკარასის უპირატესობით მიმდინარეობდა, რომელმაც მეორე წრეში ყურადღება მოადუნა და ამ ტურნირზე პირველად სეტი დათმო, თუმცა საბოლოო გამარჯვებაში ხელი მაინც არ შეშლია.
მესამე წრეში გრენდ სლემების ოთხგზის გამარჯვებული მპეტში პერიკარდისა და ჯუმჰურს შორის გამარჯვებულს შეხვდება.