ბუნდესლიგის მე-3 ტურში ბაიერნმა ჩემპიონატის ახალწვეული, ჰამბურგი გაანადგურა.
ალიანც არენაზე გამართული მატჩი მიუნხენელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
დუბლი და საგოლე პასი ჰარი კეინმა მიითვალა, თითო გოლი შეაგდეს სერჟ გნაბრიმ, ალექსანდრ პავლოვიჩმა და ლუის დიასმა, რომლის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი კარში რიკოშეტით შევარდა.
ბაიერნმა მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში 9 ქულით, ბუნდესლიგაში დაბრუნებული ჰამბურგი კი ჯერჯერობით პირველი გამარჯვების მოლოდინშია - გუნდს 1 ქულა აქვს ანგარიშზე.