მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
06 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში სევილიამ სანჩეს პისხუანზე ატლეტიკო მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-7 წუთზე გახსნეს. გოლი ლუსიენ აგუმემ გაიტანა.
25-ე წუთზე კონორ გალაჰერის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი გოლად ხულიან ალვარესმა აქცია და ანგარიში გაათანაბრა.
გუნდები ახლოს იყვნენ ქულების გაყოფასთან, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში, 93-ე წუთზე პაბლო ბარიოსმა როხიბლანკოს სოლო-გოლით 3 ქულა მოუტანა.
სიმეონეს გუნდს ამ გამარჯვების შემდეგ 60 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, მეორეადგილოსან რეალთან ჩამორჩენა 3 ქულაა, ლიდერ ბარსელონასთან კი - 7.
7' აგუმე 1-0
25' ალვარესი 1-1
90+3' ბარიოსი 1-2
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები