ცნობილი ხდება ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ესპანურ კლუბში.
"გვიხარია შეგატყობინოთ, რომ 16 წლის ქართველი ფეხბურთელი, თემური ინაიშვილი რაიო ვალეკანოს უერთდება.
ეს ტრანსფერი თემურის კარიერაში ახალი ამაღელვებელი ეტაპია და დარწმუნებული ვართ, რომ ის გააგრძელებს ზრდას და გაიბრწყინებს ესპანურ მიწაზე.
გისურვებთ წარმატებებს, თემური - მომავალი შენია." - წერია საფეხბურთო მენეჯერული კომპანიის, DO International Football-ის პოსტში.
ახალგაზრდა ნახევარმცველი რაიო ვალეკანოს B გუნდში ითამაშებს.
