როლან გაროსის მეორე წრეში ერთი დიდი სენსაცია უკვე დაფიქსირდა.
ტურნირის ორგზის ფინალისტი (2022, 2023) კასპერ რუუდი მეორე წრის შეხვედრაში პორტუგალიელ ნუნუ ბორჟეშთან დამარცხდა.
შეხვედრა 2 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა და ბორჟეშის გამარჯვებით, 4 სეტში, 2:6 6:4 6:1 6:0 დასრულდა.
მეშვიდე ნომრად განთესილი რუუდი ამ მატჩის და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, რამდენიმე კვირის წინ მან კარიერაში პირველად მადრიდის მასტერსი მოიგო და ზოგადად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თიხის მოთამაშედაც მოიაზრება.