VIDEO: დინამო თბილისი შახტართან ამხანაგურ მატჩში 7-2 დამარცხდა
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო თბილისი თურქეთის ქალაქ ანტალიაში წინასასეზონო შეკრებას გადის.
დედაქალაქელებმა მზადების პროცესში ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელშიც დონეცკის შახტარს დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი უკრაინელებმა 3-2 მოიგეს, მეორე ტაიმში კი 4 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ 7-2 იმარჯვეს.
ქართული გუნდის მხრიდან გოლები პირველ ტაიმში ახალწვეულმა გიორგი ხარებაშვილმა და ბარნს ოსეიმ გაიტანეს. შახტარის მხრიდან სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი.
ეს თურქულ შეკრებაზე დინამოს პირველი მატჩი იყო. თბილისური გუნდის მომდევნო ამხანაგური შეხვედრების განრიგი ასე გამოიყურება:
10 თებერვალი - დინამო vs აუდა (ლატვია)
13 თებერვალი - დინამო vs ვერესი (უკრაინა)
16 თებერვალი - დინამო vs ნავბაჰორ ნამანგანი (უზბეკეთი)