NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ინდიანა პეისერსი ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდა და 110-112 დამარცხდა.
ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა გოგა ბითაძე, რომელმაც პარკეტზე 19 წუთი გაატარა და ამ დროში ორმაგ დუბლსაც მიუახლოვდა, თუმცა 1 მოხსნა დააკლდა.
ბითაძის მონაგარი 14 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. ქართველმა თამაშში 7-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
გამარჯვებულ გუნდს პაოლო ბანჩერომ ულიდერა, რომელმაც 29 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
34 მატჩში 19 მოგებით ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.